ფრანგული გამოცემა – დავითაშვილით „ოლიმპიაკოსი“ და „ატალანტა“ ინტერესდებიან, მაგრამ „სენტ-ეტიენს“ ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია #1TVSPORT
„სენტ-ეტიენი“ ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასენის შეთავაზებების მოლოდინშია. „მწვანეებმა“ მათ შემცვლელად უკვე რამდენიმე კანდიდატი განიხილეს და 10 მილიონი ევროს ღირებულების თავდამსხმელის დამატებას ისახავენ მიზნად“, – წერს ფრანგული გამოცემა Foot01.
„ორივე თავდამსხმელს ხელშეკრულებაში ტრანსფერის გამოსასყიდი პუნქტი წერია. თუმცა, „სენტ-ეტიენს“ ორი ყველაზე ღირებული ფეხბურთელის შესახებ ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
„ბორდოს“ ყოფილ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს რამდენიმე მსურველი ჰყავს, მათ შორის „ოლიმპიაკოსი“ და ბერგამოს „ატალანტა“. ბელგიელ ფეხბურთელს კი (მან შაბათს „ვენეციასთან“ 4:3 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში გაიტანა) სერიოზული შეთავაზებები არ აქვს, რადგან ინგლისური „იფსვიჩ თაუნის“ შეთვაზება უარყოფილია“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.