ფრანგული გამოცემა - დავითაშვილი ერთ-ერთია „სენტ-ეტიენში“, ვისაც „ნიცასთან“ მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - დავითაშვილი ერთ-ერთია „სენტ-ეტიენში“, ვისაც „ნიცასთან“ მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია #1TVSPORT

„სენტ-ეტიენის“ შეტევის ლიდერმა და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის პლეიოფის პირველი მატჩი „ნიცასთან“ არადამაჯერებლად ჩაატარა, მაგრამ 29 მაისს საპასუხო შეხვედრაში შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Peuple-vert-ი წერს.

„„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მეორე საშინაო მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა. „ნიცასთან“ უღიმღამო თამაში, სადაც დაძაბულობამ ხარისხი დაჩრდილა, 0:0 დასრულდა. საპასუხო მატჩში, რომელიც 29 მაისს გაიმართება, „მწვანეებმა“ უფრო თავისუფლად უნდა ითამაშონ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში ბევრი აქვს დასაკარგი.

სენტ-ეტიენს“ შეტევაში მეტი აქტიურობა მართებს, რადგან ბოლო დროს გუნდს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირს. პირველ მატჩში მოწინააღმდეგის დაცვისთვის პრობლემების შექმნა ვერც დავითაშვილმა შეძლო – ტრავმის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს გადაცემებისა და დარტყმების დროს სიზუსტე აკლდა. მიუხედავად ამისა, „ბორდოს“ ყოფილი ფეხბურთელი „სენტ-ეტიენის“ ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის მიმდინარეობის შეცვლა“, – წერს გამოცემა.

სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეიოფის პირველ მატჩში შინ „ნიცას“ დაუზავდა – 0:0. საპასუხო შეხვედრა 29 მაისს ნიცაში გაიმართება – თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.