ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციამ ორი ძმა დააკავა, რომლებიც სოციალურ ქსელში ექსტრემისტულ საქმიანობას ეწეოდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობით ან ბიოტოქსინ რიცინის გამოყენებით თავდასხმას გეგმავდნენ.

ეჭვმიტანილები ეგვიპტური წარმომავლობის არიან. ჩხრეკის ოპერაციისას სამართალდამცველებმა მომწამლავი ნივთიერების მისაღებად ინსტრუქციებიც აღმოაჩინეს.

რამდენიმე დღის წინ წარმოშობით ჩეჩენმა ექსტრემისტმა პარიზის ცენტრში ხუთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა. მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.