ფრანგმა ფერმერებმა პარიზის მახლობლად ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესაძლო შედეგებია.
ფერმერები ამბობენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესებს დააზარალებს. ამან კი გაამძაფრა უკმაყოფილება უცხოური კონკურენციის მიმართ.
ევროკავშირი და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მერკოსურის ბლოკი ცდილობენ, სავაჭრო მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაასრულონ. საფრანგეთში კი კვლავ იმატა უკმაყოფილებამ იაფი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის იმპორტის მიმართ, რომელიც არ ექვემდებარება იმავე სტანდარტებს, რასაც ადგილობრივი პროდუქცია.
მსგავსი პროტესტი გამოხატეს ფერმერებმა გასულ ზამთარსაც, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან იმპორტის მკვეთრი ზრდის გამო.