მარინ ლე პენი საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

19:17, 09.04.2021

ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, მარინ ლე პენი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ფრანგმა პოლიტიკოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამარჯვება სრულად შესაძლებელია.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენი პირველ რიგში, იმიგრაციის საკითხზე რეფერენდუმის გამართვას გეგმავს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

მსგავსი