ფრანგული სარაგბო კლუბ „ბაიონის“ მორაგბეები კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავენ. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, სპორტსმენებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საკუთარი ქალაქის საავადმყოფოს ფინანსური დახმარება გაუწიონ.
კონკრეტულად კი 15 აპრილს „ბაიონის“ ყველა მორაგბე სათამაშო ფორმებს, ასევე სრულ სავარჯიშო ეკიპირებას და სპორტულ ინვენტარს, ონლაინ-აუქციონის წესით გაყიდიან. იმისთვის, რომ საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს, საწყის ეტაპზე მინიმუმ 10 ევროს გადარიცხვა მოუწევს, რის შემდეგაც უშუალოდ აუქციონში ჩაერთვება.
ფრანგული სარაგბო კლუბის ფეისბუქ გვერდზე მორაგბეებმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს, სადაც მადლობას უხდიან მათ, ვინც უკვე გადარიცხა გარკვეული თანხა და ყველას მოუწოდებენ ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის „ბაიონის“ მორაგბეების მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო აქციაში უკვე ჩაერთო 336 ადამიანი და საქვემოქმედო ფონდში 9 ათასი ევრო არის გადარიცხული.