ფრანგი მორაგბე გულის შეტევით გარდაიცვალა
ფრანგი მორაგბე იბრაჰიმ დიარა 36 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. „კასტრის“ ყოფილი მორაგბე საავადყოფოში გულის შეტევის შედეგად პარასკევს გადაიყვანეს და მას შემდეგ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
იბრაჰიმ დიარა 2009-2016 წლებში „კასტრის“ რიგებში თამაშობდა, მან 155 შეხვედრაში 7 ლელო გაიტანა. 2013 წელს კი „კასტრთან“ ერთად ტოპ 14-ის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში დიარას მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული 2008 წელს, 6 ერის გათამაშებაში იტალიის წინააღმდეგ. სარაგბო კარიერა ფრანგმა მორაგბემ 2018 წელს დაასრულა.
Notre ancien joueur Ibrahim Diarra est actuellement dans un état critique. Il rencontre d’importants problèmes de santé et est hospitalisé à Paris. L’ensemble du Castres olympique est très touché, et adresse toutes ses pensées et ses forces à Ibrahim ainsi qu’à ses proches. pic.twitter.com/4dtLu9Burv
— Castres Olympique (@CastresRugby) 13 December 2019