ფრანგი ევროპარლამენტარი – ზურაბიშვილი არჩევნების მასობრივ გაყალბებას აპროტესტებდა, ახლა, როცა პროკურატურა მტკიცებულებებს ითხოვს, არ იცის, რა თქვას, შეგიძლია, იყო პრეზიდენტი, ამავდროულად, სასაცილო
Thierry Mariani attends a rally by French far right presidential candidate Marine Le Pen Saturday, Feb. 5, 2022 in Reims, eastern France. France's dueling far-right presidential candidates Eric Zemmour and Marine Le Pen are holding back-to-back campaign rallies Saturday, trying to steal each other's thunder and keep their anti-immigration, anti-Islam agenda front-and-center in the race for the April presidential election. (AP Photo/Michel Euler)/NYOTK/22036623532808//2202051825
ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოში არჩევნების საღამოს ის მასობრივ გაყალბებას აპროტესტებდა. ახლა კი არ იცის, რა თქვას, როდესაც პროკურატურა მისი ბრალდებების მტკიცებულებებს ითხოვს. შენ შეგიძლია, იყო პრეზიდენტი და, ამავდროულად, იყო სასაცილო“, – წერს ევროპარლამენტარი.
საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანო თავად მოიპოვებს მტკიცებულებებს და არ ითხოვს მტკიცებულებებს პრეზიდენტისგან. საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს“.