ევროპარლამენტარი ნატალია ლუაზო - მარკ რუტე ნატო-ს ხელმძღვანელი კი არა, „მაკდონალდსის“ საუკეთესო თანამშრომელია, ალიანსი პალიატიური მოვლის ეტაპზეა
ევროპარლამენტარი ნატალია ლუაზო - მარკ რუტე ნატო-ს ხელმძღვანელი კი არა, „მაკდონალდსის“ საუკეთესო თანამშრომელია, ალიანსი პალიატიური მოვლის ეტაპზეა

მარკ რუტე ნატო-ს ხელმძღვანელი კი არა, „მაკდონალდსის“ საუკეთესო თანამშრომელია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპის საქმეებში საფრანგეთის ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტარი ნატალია ლუაზო წერს.

ნატალი ლუაზო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებას გამოეხმაურა, რომელიც, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მისწერა.

„მარკ რუტე ნატო-ს არ ხელმძღვანელობს, ის „მაკდონალდსის“ თვის საუკეთესო თანამშრომლის ეკვივალენტია“, – წერს ლუაზო.

მანამდე ნატალი ლუაზომ მოუწოდა ევროკავშირს, მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ და დონალდ ტრამპი შეადარა „მოუსვენარ ბავშვს, რომელიც შეიძლება, აგრესორი გახდეს“. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამჟამად „პალიატიური მოვლის ეტაპზეა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინება სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. „ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ, რასაც თქვენ მიაღწიეთ სირიაში დღეს, არის შესანიშნავი. გამოვიყენებ ჩემს მედიაჩართულობას დავოსში, რომ ხაზი გავუსვა თქვენს სამუშაოს იქ, ღაზაში და უკრაინაში. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვო გზა გრენლანდიის საკითხზე წინსვლისთვის. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას“, – წერს მარკ რუტე დონალდ ტრამპს.