ფრანგი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ მოსახლეობის 80 პროცენტის ვაქცინაციის შემთხვევაში, საფრანგეთი ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის შემოდგომაზე დაუბრუნდება

12:21, 26.11.2020
BRAZIL - 2020/03/20: In this photo illustration the Covid-19 virus (coronavirus) displayed on a smartphone screen. (Photo Illustration by Rafael Henrique/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

BRAZIL - 2020/03/20: In this photo illustration the Covid-19 virus (coronavirus) displayed on a smartphone screen. (Photo Illustration by Rafael Henrique/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 80 პროცენტის ვაქცინაცია მოხდება, საფრანგეთში ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის შემოდგომაზე დავუბრუნდებით, – ეს ფრანგი ეპიდემიოლოგის არნო ფონტანეს განცხადებაა, რომელიც საფრანგეთის მთავრობას ვირუსის მართვისთვის რეკომენდაციებს აძლევს.

ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში არნო ფონტანტემ აღნიშნა, რომ ვაქცინა არ არის იმის გარანტია, რომ ავად არ გახდები. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე ვირუსი ცირკულირებს, პირბადის ტარება აუცილებელია.

„ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – აცხადებს არნო ფონტანტე.

მსგავსი