საფნარგეთში გამოკითხულთა 75% იემენის ომში ჩართული არაბული ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგია
საფნარგეთში გამოკითხულთა 75% იემენის ომში ჩართული არაბული ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგია

საფნარგეთში გამოკითხულთა 75% იემენის ომში ჩართული არაბული ქვეყნებისთვის, იარაღის მიყიდვის წინააღმდეგია.

ასეთ სტატისტიკას აქვეყნებს კვლევითი კომპანია YouGov. გამოკითხული მოქალაქეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებენ, შეწყვიტოს იარაღის ექსპორტი საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.

სწორედ აღნიშნული ქვეყნები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც უკვე სამი წელია მეამბოხე ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის.

კონფლიქტს 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 3 მილიონამდე კი ლტოლვილად იქცა.

საფრანგეთი მესამე მსხვილი იარაღის ექსპორტიორია, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები კი, ყველაზე დიდი შემსყიდველები.