ფრანგ მსახიობ სამი ნასერს მოსკოვის ღამის კლუბში ფიზიკურად გაუსწორდნენ
ფრანგ მსახიობ სამი ნასერს მოსკოვის ღამის კლუბში ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფრანგ მსახიობ სამი ნასერს მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მსახიობის მდგომაროება იმდენად რთული იყო, რომ მას თვალზე ოპერაციის გაკეთება დაჭირდა. ამის გამო ის ჰემჰოლცის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ოპერაცია წარმატებული იყო, თუმცა თვალის ტრავმა სერიოზული იყო.

როგორც რუსული მედია წერს, სამი ნასერს 5 აგვისტოს მოსკოვში, ერთ-ერთ ბარში სცემეს. გავრცელებული ცნობით, მას კონფლიქტი ბარის ერთ-ერთ სტუმართან მოუვიდა.

ფრანგი მსახიობი კომედიურ ფილმ „ტაქსიში“ შესრულებული როლით არის ცნობილი.