ფრანჩესკო ტოტი მთელ მსოფლიოში ნიჭიერი მოთამაშეების ძიებას იწყებს
ფრანჩესკო ტოტი მთელ მსოფლიოში ნიჭიერი მოთამაშეების ძიებას იწყებს

„რომას“ ყოფილმა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ პრესას გამოუცხადა, რომ ევროპულ კლუბებთან მუშაობის დაწყებას აპირებს. კერძოდ, ლეგენდარული იტალიელი საკუთარი სასკაუტო კომპანიის გახსნას აპირებს.

„ამ მომენტისთვის მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფები. ვმუშაობ, ვუსმენ, ვრეკავ, ახალგაზრდა მოთამაშეებს ვხვდები. ვაპირებ გავხსნა კომპანია, რომელიც ახალი მოთამაშეების მოძიებით იქნება დაკავებული. სურვილი მაქვს, ვასწავლო ახალგაზრდა ადამიანებს. მინდა, რომ ისინი პატიოსნად იქცეოდნენ, ჰქონდეთ მაღალი ღირებულებები და პრინციპები, რაც ასე მნიშვნელოვანია ყველასთვის.

ვეძებ ახალ ტალანტებს მთელს მსოფლიოში. დღეს საფეხბურთო სამყაროში არ არსებობს სხვა ტოტი, მაგრამ მე მისი პოვნის იმედი მაქვს, თუნდაც ეს არ იყოს იოლი საქმე“, – თქვა ტოტიმ.

თავის საფეხბურთო კარიერაში, რომელიც 1993-2017 წლებს მოიცავს, ტოტიმ 786 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა.