მილანის „ინტერის“ მცველმა, ფრანჩესკო აჩერბიმ დატოვა იტალიის ნაკრების შეკრება და ვერ ითამაშებს ევრო 2024-ზე ტრავმის გამო.
რამდენიმე დღის წინ იტალიელთა დამრიგებელმა, ლუჩანო სპალეტიმ აჩერბი 30-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. ახლა მის ნაცვლად ეროვნულ გუნდში „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველი ფედერიკო გატი გამოიძახეს.
ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე იტალია ალბანეთის, ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შეხვდება.