France Football-მა დაასახელა ნომინანტები წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზზე #1TVSPORT
ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა გამოაცხადა ნომინანტები „კოპა ტროფის“ პრიზზე, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს (21 წლამდე).
პრეტენდენტები არიან: ლამინ იამალი, პაუ კუბარსი (ორივე – ბარსელონა), ალეხანდრო გარნაჩო, კობი მაინუ (ორივე – მანჩესტერ იუნაიტედი), არდა გიულერი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში (ორივე – პარი სენ-ჟერმენი), სავიო (მანჩესტერ სიტი), მატის ტელი (ბაიერნი), ქარიმ კონატე (ზალცბურგი).
გამარჯვებული გამოცხადდება 28 ოქტომბერს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე.