France Football-ი განიხილავს 2020 წლის „ოქროს ბურთის“ ლევანდოვსკისთვის გადაცემას #1TVSPORT
„ბარსელონას“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, შესაძლოა, 2020 წლის „ოქროს ბურთი“ მიიღოს.
2020 წელს პოლონელმა, რომელიც იმ მომენტისთვის „ბაიერნში“ თამაშობდა, 47 ოფიციალურ მატჩში 55 გოლი გაიტანა. მაგრამ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, რაც პირველად და ერთადერთხელ მოხდა პრიზის არსებობის ისტორიაში.
გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, ჟურნალი France Football-ი განიხილავს ლევანდოვსკისთვის „ოქროს ბურთის“ გადაცემის შესაძლებლობას 2020 წელს ნაჩვენები შედეგებისთვის. ფრანგულ გამოცემას მიაჩნია, რომ ამის წყალობით ისინი შეძლებენ რეპუტაციის დაკარგვის თავიდან აცილებას.