Fox News – დამასკოს მახლობლად ირანმა ახალი სამხედრო ბაზა შექმნა

14:12, 28.02.2018

სირიაში, დედაქალაქ დამასკოს მახლობლად ირანმა ახალი სამხედრო ბაზა შექმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია Fox News ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ბაზაზე განთავსებულია ანგარები, რომელიც რაკეტების შესანახადაა განსაზღვრული.

დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, ირანის სამხედრო ბაზა დამასკოდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრში მდებარეობს და მას ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აკონტროლებს.

გასულ წელს, თანამგზავრის მეშვეობით კიდევ ერთი ირანული ბაზა დამასკოს სამხრეთით აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ისრაელის ავიაციამ გაანადგურა.

მსგავსი