ფოთში გამოკვლეულ შსს-ს 51 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

19:43, 02.08.2020

ფოთში გამოკვლეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 51 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათი ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში ორი დღის წინ გაიგზავნა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციის მიზნით ხორციელდება.

„საბედნიეროდ, შსს-ს 51 თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, მომავალშიც ამ მხრივ პრობლემები არ შეგვექმნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

 

მსგავსი