ფოთში სასაფლაოების მიმდებარე პერიმეტრებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული
ფოთში სასაფლაოების მიმდებარე პერიმეტრებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული

ფოთში, ხუთივე სასაფლაოს მიმდებარე პერიმეტრებზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, პროცესში ჩართულები არიან მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც.

როგორც ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ აღნიშნა, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„მინდა გითხრათ, რომ სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ქალაქის სასაფლაოები ჩაკეტილია და როგორც ძალოვანი ორგანოები, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადევნებენ თვალყურს შეზღუდვების დაცვას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას მაღალი თვითშეგნებისთვის“,- განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.