ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან
ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის ემზადებიან.

ღონისძიებები და სხვადასხვა სახის სანახაობა ქალაქში ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მოეწყობა.

მზადდება სტენდები გამოფენებისთვის და მიმდინარეობს სხვა სახის მოსამზადებელი სამუშაოები.

„ფოთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საგამოფენო-საინფორმაციო სტენდებს ქართველი ემიგრანტების შესახებ. სპეციალურად დამზადებულ თეატრალურ პავილიონში მოეწყობა სხვადასხვა თემატური ეტიუდის ჩვენება, სკვერში საბავშვო შემეცნებითი-გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი, ასევე გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა -გაყიდვა“, – განაცხადა ფოთის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა, ნიკა გრიგოლიამ.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთში კონცერტით დასრულდება.