ფოთში კორონავირუსზე 21 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„21 ნიმუშიდან ნაწილი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ეკუთვნით, ნაწილი კი, მედიკოსების ბიოლოგიური მასალაა. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.