ფოთში კორონავირუსზე 211 პირის „პისიარ“ კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთში კორონავირუსზე 211 პირის „პისიარ“ კვლევის შედეგებს ელოდებიან

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში „პისიარ“ კვლევისთვის 211 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. მხეიძის თქმით, მათი ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.

„ჩვენ გამოვიკვლევთ 211 პირს. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იმედი გვაქვს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.