ფოთში ხვალიდან აგრარული ბაზარი გაიხსნება
ფოთში ხვალიდან აგრარული ბაზარი გაიხსნება

ფოთში, აგრარული ბაზარი ხვალიდან გაიხსნება. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას ინფორმაციით, 27 აპრილიდან გაიხსნება მუნიციპალური სასაფლაოებიც.

„ფოთში აგრარული ბაზარი ხვალიდან განაახლებს ფუნქციონირებას, ხოლო სასაფლაოები, 27 აპრილიდან გაიხსნება. მუდმივად მოხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი. ამ დროის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან, რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, ნუ გამოვლენ გარეთ და დარჩნენ სახლში“, – აცხადებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

ფოთში აგრარული ბაზარი და სასაფლაოები 17 აპრილს დაიკეტა.