ფოთში გამოკვლეულ შსს-ს 11 თანამშრომელსა და სამედიცინო სფეროს 64 წარმომადგენელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში გამოკვლეულ შსს-ს 11 თანამშრომელსა და სამედიცინო სფეროს 64 წარმომადგენელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში კორონავირუსზე გეგმური ტესტირების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელი და სამედიცინო პერსონალის 64 წარმომადგენელი გამოიკვლიეს. „კოვიდ-19“ არც ერთს დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განუცხადა.

„საბედნიეროდ, შსს-სა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ფოთი მწვანე ზონაში დარჩება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

მისივე თქმით, ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად დამატებით შსს-ს კიდევ 51 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. მათი პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.