ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქს გადაეცა
ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქს გადაეცა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საკუთრებაში გადაეცა.

„უახლოეს მომავალში განხორციელდება შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები. პირველ ეტაპზე მოხდება პროექტირება, რის შემდეგაც ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში ფოთის სამხატვრო გალერეა განთავსდება“, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა გასული საუკუნის დასაწყისში, 1901-1910 წლებში გერმანელ არქიტექტორ, ედმონდ ფრიკის ავტორობით აშენდა. ნაგებობა უძველესი არქიტექტურული დეტალებითა და მხატვრული ელემენტებით ხასიათდება.