ფოტო და ვიდეოკადრები „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომიდან

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარული სხდომების ფორმატში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

უმრავლესობასთან შეხვედრას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.