ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 12 თანამშრომელი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

19:25, 02.06.2020

მიზნობრივი კვლევის ფარგლებში ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა.

„ზუგდიდის ლაბორატორიაში გვქონდა გაგზავნილი 12 ანალიზი. ყველა პასუხი უარყოფითია. გამოკვლევა „პისიარ“ მეთოდით ჩატარდა“,– განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი