ფოთის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომანქანების დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება
ფოთის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომანქანების დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება

ფოთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამართალდამცავები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მიმდინარეობს ავტომანქანების დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი.

როგორც ფოთის მერი გოჩა კურდღელია აცხადებს, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით 21 აპრილამდე დაიხურა აგრარული ბაზარი, ჩაიკეტა სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

„სიტუაცია ამ დრომდე სტაბილურია. შსს ძალების ჩართულობით კონტროლდება რიგები სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან. კონტროლდება ქალაქის შემოსასვლელები და გრძელდება ყველა პრევენციული ღონისძიება. გუშინ, 900 ოჯახს გადაეცა სასურსათო ნობათი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით. კონტროლდება თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა“, – აცხადებს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია.