ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რომელიც მარაგების შესავსებად „ბევრილი ჯგუფმა“ შეიძინა
ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რომელიც მარაგების შესავსებად „ბევრილი ჯგუფმა“ შეიძინა

ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, „ბევრილი ჯგუფი“ ხორბლის მარაგის გაზრდას უახლოეს პერიოდში კიდევ 12 ათასი ტონით გეგმავს, ჯამში კომპანიამ 18 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომპანიაში საწარმოო პროცესსა და არსებულ მარაგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ბევრილი ჯგუფი“ პურის ფქვილთან ერთად პურპროდუქტებსაც აწარმოებს. რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობს და პროდუქციაზე ფასი არ გაუზრდია. ასევე „ბევრილი ჯგუფმა” სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, ,,კოვიდ 19“-თან ბრძოლის ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა.