ქალაქ ფოთის სკოლებში დღეს „ბოლო ზარი“ დაირეკა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეს დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. კურსდამთავრებულებს „ბოლო ზარის“ დღე ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ მიულოცა.
„წინ პროფესიული თუ ეროვნული გამოცდები, სტუდენტობა და ახალი გამოწვევებია. წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე მშობლიური ქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.