ფოთის მერი მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს

20:51, 03.04.2020

ფოთის მერი გოჩა კურდღელია მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში, გარეთ ყოფნის აუცილებლობის შემთხვევაში კი, დაიცვან სოციალური დისტანცია.

მისი თქმით, ადეკვატური ღონისძიებები გატარდება მათ მიმართ, ვინც არ შეასრულებს საკარანტინო რეჟიმით გათვალისწინებულ წესებს.

„ბევრ ლოკაციაზე შეინიშნება ხალხმრავლობა. რა თქმა უნდა, ინფორმირებული ვართ და ადგილზე შევისწავლეთ ეს პრობლემა. მოვუწოდებ იმ საწარმოების ხელმძღვანელებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, მაქსიმალურად იქნას დაცული ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

მსგავსი