ფოთის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის გარდა, ქუჩებში მოძრაობისგან თავი შეიკავონ

15:51, 27.04.2020

ფოთის მერი გოჩა კურდღელია ქალაქში ხალხის სიმრავლეს მსუბუქი ავტომანქანებისა და ტაქსების გადაადგილების განახლებას უკავშირებს და მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ქუჩებში მოძრაობისაგან.

„სამთავრობო გეგმის შესაბამისად, ჩვენს ქალაქშიც მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილების ნება მიეცა, ასევე ნებადართულია ტაქსების მუშაობა, მიწოდების სერვისი, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. გაიხსნა აგრარული ბაზრები. ყოველივე ამან, რა თქმა უნდა, მოძრაობის გახშირება გამოიწვია, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ და შესაბამის სამსახურებთან ერთად, მაქსიმალურად ხდება კონტროლი, რათა დაცული იყოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ფოთის მერის შეფასებით, ზოგადად ქალაქში მშვიდი სიტუაციაა.

მსგავსი