ფოთის „კოლხეთში“ დიდი ცვლილებებია - ლიგა 2-ში გუნდი ახალგაზრდულ შემადგენლობას დაეყრდნობა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთში“ დიდი ცვლილებებია - ლიგა 2-ში გუნდი ახალგაზრდულ შემადგენლობას დაეყრდნობა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნებულ ფოთის „კოლხეთში“ მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებია, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„კოლხეთმა“ სეზონისათვის მზადება 15 იანვარს ფოთში დაიწყო, მეორე ეტაპზე, თებერვლის დასაწყისში შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება და ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს.

„კოლხეთის“ მეკარეების მწვრთნელად გუნდის ვეტერანი გია გოგუა დაინიშნა, რომელიც ბოლო წლებში ლანჩხუთის „გურიაში“ მუშაობდა. რაც შეეხება ახალწვეულებს, მათი უმრავლესობა ახალგაზრდა მოთამაშეა.

„დინამო თბილისის“ აკადემიიდან ნახევარმცველები გიორგი რობაქიძე და ნიკოლოზ გოგებაშვილი დაიმატეს, გორის „დილადან“ – მცველი კოკა გიუნაშვილი, „ბორჯომიდან“ – მამუკა კაპანაძე, ბოლნისის „სიონიდან“ – განელი თავდამსხმელი რამინ დოობი, ხოლო ბათუმის „დინამომ“ ფოთში იჯარით ფორვარდი დავით ზურაბიანი გაუშვა.

ახალწვეულთა შორის ერთი გამოცდილი მოთამაშეა – წყალტუბოს „სამგურალის“ 28 წლის თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი, რომელიც „სამგურალში“ გადასვლამდე თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.

„კოლხეთმა“ ორი ახალგაზრდა მეკარე დაიმატა – 19 წლის უკრაინელი არტიომ ფასტოვი ლიეტუვასიონავასში“ თამაშობდა, ხოლო 20 წლის ლუკა ხარშილაძე ბოლოს ესპანური „საბადელის“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის „კოლხეთი“ 2022 წელს ცნობილმა მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა აიყვანა. ის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტია და „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებაში აქტიურად მონაწილეობდა.