ფოთის „კოლხეთმა“ ახალი ლეგიონერი დაიმატა – გუნდში 21 წლის ფეხბურთელი ჟოსე კუჩი ითამაშებს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მენეჯერმა დავით ქარაულმა დაუდასტურა.
„ქართული ფეხბურთი ფოთიდან დაიწყო და ეს ქალაქი ძლიერ გუნდს იმსახურებს. ახლა გამოჩნდა ვარიანტი და გუნდში სამხრეთ სუდანის ნაკრების ფეხბურთელი ჩამოვიყვანე, რომელმაც თავის ეროვნულ ჩემპიონატში დიდი შედეგიანობით გამოირჩეოდა“, – ამბობს მენეჯერი დავით ქარაული.
ჯოზეფ კუჩი ნუარი 21 წლის თავდასხმელია. თამაშობდა სამხრეთ სუდანის „რეალ ბლეკსა“ და „ამარატ იუნაიტედში“. არის სამხრეთ სუდანის ნაკრების წევრი. სამხრეთ სუდანის ეროვნულ ჩემპიონატში გაიტანა 65 გოლი, ხოლო ნაკრებში ჩატარებულ 8 თამაშში – 4 გოლი.