გავრცელებული ხმები, თითქოს, ფოთის „კოლხეთს“ ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გამო ეროვნული ლიგის გათამაშებიდან მოხსნიდნენ, არ დადასტურდა.
გუნდის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ პირველ არხთან განაცხადა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად „კოლხეთის“ სპონსორი გამოუჩნდა და გაძლიერებას გეგმავენ.
„ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია – ფოთის “კოლხეთის” ახალი სპონსორი ჰყავს. ხელშეკრულება გაფორმებულია ფინანსურ ჯგუფთან, რომელსაც მე წარმოვადგენ. წელიწადში გუნდში 300 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან სტიმულირებისთვის დამატებით 300 ათას ლარს მივიღებთ. საქართველოში გუნდისთვის ბიუჯეტის გარდა კიდევ 600 ათასი ლარი რომ გააჩნია, ეს გაძლიერების კარგ შანსს აძლევს”, – ამბობს ჯღარკავა.