ფოთის „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრებში ყველაფერი გაირკვა – მთავარი მოვლენა კი ისაა, რომ ეროვნულ ლიგაში ფოთის „კოლხეთი“ ითამაშებს, ხოლო პლეი ოფში – საგარეჯოს „გარეჯი“.

მთავარი შეხვედრა საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, რომელშიც მეორეადგილოსანი „გარეჯი“ (75 ქულა) გათამაშების ლიდერს, ფოთის „კოლხეთს“ (76 ქულა) დაუპირისპირდა. ფოთელებს ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნიდათ, ხოლო „გარეჯს“ მხოლოდ გამარჯვება აწყობდა.

პირველ-მეორედგილოსანი გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ანგარიში შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით 21-ე წუთზე ფოთელთა ნახევარმცვლმა, დათა სიჭინავამ დააახლოებით 30 მეტრიდან გახსნა. 86-ე წუთზე თითქმის იმავე პოზიციიდან გიორგი პაპუაშვილმა არანაკლებ ეფექტური დარტმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პირველ დეკემბერს კი ერთადერთი მატჩი გაიმართა – „ლოკომოტივმა“ თბილისის „მერანი“ 5:0 დაამარცხა.

მნიშვნელოვანი იყო ხობში გამართული მატჩი ადგილობრივ „კოლხეთსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის. ხობელები 30-ე წუთზე წურწუმიას გოლით დაწინაურდნენ. სტუმართა მდგომარეობა 77-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან გუგბერიძე გააძევეს. თუმცა, კაცნაკლულმა „ვიტ ჯორჯიამ“ მე-80 წუთზე ბეროზაშვილის გოლით წონასწორობა მაინც აღადგინა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

36-ე ტური 

ლოკომოტივი – თბილისის მერანი 5:0

სპაერი – სიონი 2:1

მერანი მრ – დინამო-2 თბ 2:2

ხობის კოლხეთი – ვიტ ჯორჯია 1:1

გარეჯი – ფოთის კოლხეთი 1:1

ეროვნულ ლიგა 2-ში გამართულმა ბოლო ტურის შეხვერებში ყველა კითხვას პასუხი გაეცა – ვინ გადავიდა ეროვნულ ლიგაში, რომელი გუნდები ითამაშებენ პლეი ოფში და პლეი აუტში, რაც შეეხება გავარდნილებს, ეს უკვე ცნობილი იყო რამდენიმე ტურით ადრე, რომ ორი „მერანი“, თბილისის და მარტვილის, ლიგა 3-ში ითამაშებდნენ.

ეროვნულ ლიგაში გადავიდა

ფოთის „კოლხეთი“

ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ითამაშებენ:

საგარეჯოს „გარეჯი“

„სპაერი“

ლიგა 3-ში დაქვეითდნენ

მარტვილის მერანი

თბილისის მერანი

ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენად იბრძოლებენ

ლოკომოტივი

ხობის კოლხეთი