ფოთის „კოლხეთი“ დროებით ქობულეთში ითამაშებს #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი“ დროებით ქობულეთში ითამაშებს #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთის“ ხელმძღვანელობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ სანამ „ფაზისის“ სტადიონი უეფა-ს სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, გუნდი საშინაო თამაშებს ფოთში ვერ ჩაატარებს.

„ფოთის ცენტრალურ სტადიონთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვიდრე სტადიონი უეფა-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, „ფაზისზე“ ეროვნული ლიგის თამაშები ვერ გაიმართება. სტადიონზე მოსაწესრიგებელია მინდვრის საფარი, ტრიბუნა, ტაბლო და ხმის გამაძლიერებელი სისტემა. შესაბამისად, სამუშოების დასრულებამდე, ფოთის „კოლხეთი“ საშინაო მატჩებს ქობულეთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გამართავს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქომაგები მეზობელ ქალაქშიც აქტიურად განაგრძობენ გუნდის მხარდაჭერას, რომელიც „კოლხეთის“ ფეხბურთელები უახლოეს პერიოდში განსაკუთრებით სჭირდებათ“.