ფოთის „კოლხეთი 1913“-ში ცვლილებები დაიწყო - გუნდი რვა მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“-ში ცვლილებები დაიწყო - გუნდი რვა მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებული ფოთის „კოლხეთი 1913“ ერთდროულად რვა მოთამაშემ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„2022 წლის სეზონის ბოლოს კონტრაქტები დაუსრულდათ და გუნდი დატოვეს დიმიტრი ტატანაშვილმა, თორნიკე მუმლაძემ, ლუკა შეროზიამ, გიორგი კახელიშვილმა, ბექა კაკუშაძემ, გიორგი ნაფიშვილმა, ნიკა ბოსტოღანაშვილმა და ბექა გაბისკირიამ.

გუნდი მათ მადლობას უხდის წარმატებული სეზონისათვის და უსურვებს როგორც კარიერულ წინსვლას, ასევე სიხარულს და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში“, – წერია ფოთის „კოლხეთი 1913“-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა სეზონი წარმატებით დაასრულა და 2023 წელს ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვა. დასრულებულ სეზონში გუნდმა ეროვნული ლიგა 3-ში მეორე ადგილი დაიკავა და რანგით მაღალ დონეზე თამაშის უფლება პლეიოფის გარეშე მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის „კოლხეთი 1913“ სეზონის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა ჩაიბარა და მიზნად დაისახა უძველესი ქართული კლუბის ეროვნულ ლიგაში და ქართული ფეხბურთის ლიდერებში დაბრუნება.