ფოთის „კოლხეთი 1913“-მა უკრაინელი მეკარე იაროსლავ კოტლიაროვი შეინარჩუნა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“-მა უკრაინელი მეკარე იაროსლავ კოტლიაროვი შეინარჩუნა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ახალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტება დაიწყო და ცნობილი გახდა, რომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა უკრაინელმა მეკარემ, იაროსლავ კოტლიაროვმა. ის გუნდში 2024 წლის ბოლომდე დარჩება.

ფოთის „კოლხეთი-1913“ გენადი ორბუმ დატოვა. მოლდოველმა ფიზმომზადების მწვრთნელმა კარიერის უცხოეთში გაგრძელება გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ კლუბი დაემშვიდობა ერთ-ერთმა ლიდერს, დათა სიჭინავას და მცველ ზურაბ ჯაფიაშვილს. ძველი შემადგენლობიდან ახალი ხელშეკრულება გააფორმეს ბექა ხარშილაძემ, ლაშა გვალიამ, დათო მეგრელიშვილმა, გიორგი ახალაძემ, დავით ზურაბიანმა, ცოტნე ჩიქოვანმა, ერეკლე ჯიჯავაძემ.

ამას გარდა, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს – ანატოლი მესიაჩენკოს, დემეტრე გვასალიასა და გიორგი ხარებავას „კოლხეთი 1913“-თან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ და 2024 წლის სეზონშიც ზღვისპირელთა შემადგენლობაში იასპარეზებენ.

საქართველოს უძველესი კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს და მოლაპარაკებებს სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებთან აწარმოებს. ბევრი მათგანის ვინაობას, სავარაუდოდ, 15 იანვრის შემდეგ შევიტყობთ.