ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე მინდვრის საფარის შეცვლა მიმდინარეობს #1TVSPORT
ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე მინდვრის საფარის შეცვლა მიმდინარეობს #1TVSPORT

„ფაზისის“ სტადიონზე მინდვრის საფარის შეცვლა დაიწყო და, სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან „კოლხეთი“ საშინაო მატჩებს ფოთში ჩაატარებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

სტადიონზე, მინდვრის საფარის გარდა, შეიცვლება სადრენაჟო და საირიგაციო სისტემა. ამას გარდა, საფარის მოსავლელად სტადიონის ადმინისტრაციას სპეცტექნიკა გადაეცემა.

„ფაზისის“ სტადიონზე მეოთხე ტრიბუნის აშენებაც იგეგმება. მიზანი უეფა-ს სტანდარტების დაკმაყოფილებაა, რომელიც ფოთს საერთაშორისო დონის თამაშების მასპინძლობის საშუალებას მისცემს.

მინდვრის საფარის გარდა, სტადიონზე მოსაწესრიგებელია ტრიბუნა, ტაბლო და ხმის გამაძლიერებელი სისტემა. შესაბამისად, სამუშოების დასრულებამდე „კოლხეთი“ საშინაო მატჩებს ქობულეთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მართავს.

შეგახსენებთ, რომ „კოლხეთი“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „დინამო თბილისს“ 5 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდება. ეს გუნდისთვის შანსია, ტიტული მოიპოვოს და წლების შემდეგ ევროთასებზე პირველად ითამაშოს.