ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი აპოლონ გარუჩავა რეგისტრაციიდან მოხსნა
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი აპოლონ გარუჩავა რეგისტრაციიდან მოხსნა

საინიციატივო ჯგუფის მიერ ფოთის, ხობისა და სენაკის 26-ე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად წარდგენილი აპოლონ გარუჩავა ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ ბრიფინგზე ის მიზეზები განმარტა, თუ რა მიზეზით მოიხსნა რეგისტრაციიდან გარუჩავა.

„საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა ხელმოწერები, თუმცა, მათი შესწავლის შედეგად გამოვლენილ იქნა ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ ორდღიანი ვადა. საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმეორედ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, მხარდამჭერთა სიებში არ დადგინდა ნამდვილი ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა, რის გამოც, კანდიდატი აპოლონ გარუჩავა მოხსნილი იქნა რეგისტრაციიდან“,- აცხადებს 70-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდინაია.

თავად აპოლონ გარუჩავა საოლქოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„არ ვეთანხმები საოლქოს გადაწყვეტილებას. ჩემი უფლებები დაირღვა თავიდანვე. ხარვეზის გამოსასწორებლად მომეცა ორი დღე, ნაჩქარევად მოვაგროვე 600 მხარდამჭერის ხელმოწერა და მეუბნებიან, დარღვევა დაფიქსირდაო, რაშიც არ ვეთანხმები. გავასაჩივრებ ცესკო-ში და თუ დადებითად არ დაკმაყოფილდა ჩემი საჩივარი, დავას სასამართლოში გავაგრძელებ“, –  აცხადებს გარუჩავა.

დატოვე კომენტარი