„ფორსაჟი 9“-ის რეჟისორი თბილისს მადლობას უხდის
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. რეჟისორმა ჯასტინ ლინმა ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
რეჟისორმა სოციალური ქსელის საშუალებით ყველა ქალაქსა და ქვეყანას, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, მადლობა გადაუხადა. მათ შორის არის საქართველოს დედაქალაქი თბილისიც, სადაც ცნობილ ჰოლივუდურ ფილმს ერთი თვის განმავლობაში იღებდნენ.
საქართველოს გარდა, „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები დიდ ბრიტანეთში, ტაილანდსა და აშშ-ში მიმდინარეობდა.
It’s an official #F9 Wrap! This is by far the most ambitious film of the series and I am forever grateful to our amazing crew from London, Edinburgh, Tbilisi (Georgia), Phuket & Krabi (Thailand), and Los Angeles. pic.twitter.com/ggFGxwHuz7
— Justin Lin (@justinlin) 11 November 2019