„ფორსაჟი 9“-ის პირველი თიზერი გავრცელდა, რომელშიც თბილისში გადაღებული ერთ-ერთი ეპიზოდი ჩანს

„ფორსაჟი 9“-ის პირველი თიზერი გავრცელდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ვინ დიზელი, ასევე ლოკაცია თბილისი, კონკრეტულად კი თავისუფლების მოედანი.

გადაღებები ხუთი კვირის განმავლობაში, 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე.