„ფორსაჟი-9“-ის ახალი ტრეილერი, რომელშიც საქართველოში გადაღებული არაერთი კადრი ჩანს [ფოტო/ვიდეო]

ფილმის „ფორსაჟი-9“-ის ახალი ტრეილერი გავრცელდა. ფილმის გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარეობდა. ფილმში მოქმედება დედამიწის გარშემო, ლონდონიდან ტოკიომდე, ცენტრალური ამერიკიდან ედინბურგამდე და აზერბაიჯანის საიდუმლო ბუნკერიდან თბილისის სავსე ქუჩებამდე მიმდინარეობს.

საქართველოში „ფორსაჟის-9“-ის ეპიზოდების გადაღებები 2019 წელს 19 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე გაგრძელდა. გადაღებები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე ქალაქ რუსთავში მიმდინარეობდა. გადაღებები პროექტის, „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

ფილმის ბიუჯეტმა 200 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

„ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს გაიმართება.

 

დატოვე კომენტარი