„ფორმულას“ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი და ნინია კაკაბაძე პირველი არხის ჟურნალისტს, სალომე ქოქიაშვილს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

საქართველოს პირველ არხთან გამართულ აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი და ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პირველი არხის ჟურნალისტს, სალომე ქოქიაშვილს დაუპირისპირდნენ.

ნინია კაკაბაძემ და ირაკლი ტაბლიაშვილმა სალომე ქოქიაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კაკაბაძემ ქოქიაშვილისთვის მიკროფონის წართმევა სცადა და მატყუარა უწოდა, ხოლო ტაბლიაშვილმა – მონა.

ტელევიზიის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველმა არხმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა: „პირველი არხის ჟურნალისტები განიცდიან არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება. კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა“.