ფორმულა 1-ში ყველაზე ბევრს სებასტიან ფეტელი გამოიმუშავებს
ფორმულა 1-ში ყველაზე ბევრს სებასტიან ფეტელი გამოიმუშავებს

ცნობილი გახდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, ბრატინელი ლუის ჰემილტონის ახალი კონტრაქტის დეტალები – „მერსედესი” მომდევნო ორი წლის განმავლობაში, სეზონში 52 მილიონ დოლარს გადაუხდის.

რიცხვი შთამბეჭდავია, მაგრამ ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე დიდი არ არის, რადგან “ფერარის” ლიდერის, სებასტიან ფეტელის ამჟამინდელი ხელფასი – 60 მილიონი ევროა.

იმის გამოთვლა, თუ რამდენს უხდიან პილოტებს „სამეფო რბოლებში”, საკმაოდ რთულია, რადგან ხელფასის გარდა, მათთვის სხვადასხვა ბონუსია გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, გამოცემა TSM Sportz-ს მოჰყავს 2018 წელს, პილოტთა შემოსავლები:

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, “ფერარი”) – 60 მლნ
2. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, “მერსედესი”) – 50 მლნ
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, “ფერარი”) – 40 მლნ
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, “მაკლარენი”) – 30 მლნ
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, “მერსედესი”) – 12 მლნ
6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, “რედ ბული”) – 10 მლნ
7. სტოფელ ვანდორნი (ბელგია, “მაკლარენი”) – 7 მლნ
8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, “რედ ბული”) – 6 მლნ
9. ნიკო ჰიულკენბერგი (გერმანია, “რენო”) – 5,5 მლნ
10. სერხიო პერესი (მექსიკა, “ფორს ინდია“) – 5 მლნ
11. რომენ გროსჟანი (საფრანგეთი, “ჰაასი”) – 4,45 მლნ
12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, “ფორს ინდია“) – 3 მლნ
13. კევინ მაგნუსენი (დანია, “ჰაასი”) – 2,5 მლნ
14. ლენს სტროლი (კანადა, “უილიამსი”) – 1,8 მლნ
15. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, “უილიამსი”) – 1 მლნ
16. კარლოს საინსი (ესპანეთი, “რენო”) – 0,75 მლნ
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, “ზაუბერი“) – 0,5 მლნ
18. პიერ გასლი (საფრანგეთი, “ტორო როსო”) – 0,4 მლნ
19. ბრენდონ ჰარტლი (ზელანდია, “ტორო როსო”) – 0,35 მლნ
20. შარლ ლეკლერი (მონაკო, “ზაუბერი“) – 0,15 მლნ