ფორმულა 1-ში წლის საუკეთესო რბოლა გამოავლინეს [ვიდეო]
ფორმულა 1-ში წლის საუკეთესო რბოლა გამოავლინეს [ვიდეო]

ფორმულა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა, ფანების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც 2018 წლის სეზონის საუკეთესო რბოლა გამოვლინდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 16 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო და ასეთი შედეგები დაფიქსირდა:

1. აშშ-ის გრანპრი – 30%;
2. აზერბაიჯანის გრანპრი – 13%;
3. ბრიტანეთის გრანპრი – 9%;
4. გერმანიის გრანპრი – 8%;
5. ავსტრიის გრანპრი – 6%.

აშშ-ის გრანპრი ოსტინში 21 ოქტომბერს გაიმართა. მასში გამარჯვება „ფერარის“ პილოტმა კიმი რაიკონენმა მოიპოვა, რომელმაც ფორმულა 1-ში ხუთწლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.