ფორმულა 1-ში ვაკანსია აღარ არის - ყველა გუნდი დაკომპლექტებულია
ფორმულა 1-ში ვაკანსია აღარ არის - ყველა გუნდი დაკომპლექტებულია

2018 წლის სეზონისთვის ფორმულა 1-ის ყველა გუნდი დაკომპლექტებულია. საპრიზო პილოტზე ბოლო ვაკანსია “უილიამსს” ჰქონდა და ბრიტანულმა საჯინიბომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2018 წლის სეზონში მისი ერთ-ერთი საპრიზო პილოტი 22 წლის რუსი სერგეი სიროტნიკი იქნება. მასთან 2018 წლის ბოლომდე გაფორმდა კონტრაქტი.

ამ გარიგების შემდეგ, ცნობილი გახდა ყველა პილოტის ვინაობა, რომლებიც ჩემპიონატში იასპარეზებენ:

მერსედესი: 44. ლუის ჰემილტონი, 77. ვალტერი ბოტასი
ფერარი: 5. სებასტიან ფეტელი, 7. კიმი რაიკონენი
რედ ბული: 3. დანიელ რიკარდო, 33. მაქს ფერსტაპენი
ფორს ინდია: 31. ესტებან ოკონო, 11. სერხიო პერესი
უილიამსი: 18. ლენს სტროლი, სერგეი სიროტკინი
მაკლარენი: 14. ფერნანდო ალონსო, 2. სტოფელ ვანდორნი
ტორო როსო: 10. პიერ გასლი, 39. ბრენდონ ჰარტლი
ჰაასი: 20. კევინ მაგნუსენი, 8. რომენ გროსჟანი
რენო: 27. ნიკო ჰიულკენბერგი, 55. კარლო საინსი
ზაუბერი: 9. შარლ ლეკლერი, მარკუს ერიქსონი