ფორმულა 1-ში საუკეთესო წრისთვის ერთი ქულას მისცემენ
ფორმულა 1-ში საუკეთესო წრისთვის ერთი ქულას მისცემენ

ინტერნეტ-გამოცემა „რეის ფანზის“ (Race Fans) ინფორმაციით, ფორმულა 1-ის ბოსებს სურთ ცვლილება შეიტანონ რეგლამენტში და ერთი ქულით დაჯილდოვდება მრბოლელი, რომელიც გრან-პრიზე ერთ წრეზე საუკეთესო დროს დააფიქსირებს.

ამ წინადადებას განსახილველად გაიტანენ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც შვიდ მარტს გაიმართება.

იმისთვის, რომ ახალი წესი უკვე 2019 წელს ამუშავდეს, საჭირო იქნება ერთსულოვანი მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხი 2020 წელზე გადავა.