ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს - მაქს ვერსტაპენმა 2021 წლის სეზონი ათი გამარჯვებით დაასრულა #1TVSPORT
ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ნიდერლანდელი მრბოლელი მაქს ვერსტეპენის გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტი შეჯიბრება აბუ დაბიში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) გაიმართა, რომლის დაწყებამდე ვერსტაპენს ამ სეზონში 9 რბოლა ჰქონდა მოგებული, ლუის ჰემილტონს – 8.
საამიროებში თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში წინ ჰემილტონი იყო, თუმცა ბოლო წრეზე ლიდერობა ვერსტაპენმა მოიპოვა და კარიერაში პირველი სეზონი მოიგო.
ლუის ჰემილტონმა კი ხელიდან გაუშვა რეკორდის გაუმჯობესების შანსი – მას და ლეგენდარულ შუმახერს 7-7 სეზონი აქვთ მოგებული.
ასე და ამგვარად, საერთო ჩათვლაში პირველი მაქს ვერსტაპენია (ნიდერლანდები), მეორე – ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი), მესამე – ვალტერი ბოტასი (ფინეთი).
„პატარაობაში ჯერ ფორმულა ერთის პილოტობაზე ვოცნებობდი, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონობაზე. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამიხდა, რაც დიდი შრომის შედეგია. მამაჩემთან ერთად ამ მიზნამდე მძიმე გზა გავიარე“, – ასეთი იყო ჩემპიონის კომენტარი.
ზედიზედ 8 წელია, კონსტრუქტორთა რბოლას „მერსედესი“ იგებს.